16 იან 2020 19:50 10304

"ოცნების" სადავეები კალაძის ხელში აღმოჩნდება, ივანიშვილმა შეიძლება დაკარგოს პარტია"

 

მოძრაობა "ტრიბუნას" დამფუძნებელი დავით ჭიჭინაძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის უახლეს კვლევას ეხმაურება: 

 


"ბიძინა ივანიშვილი უნდა დაფიქრდეს, რამდენად ხიფათის შემცველია დღეს კალაძე, იმიტომ რომ, არ არის გამორიცხული ივანიშვილმა „ოცნება“ დაკარგოს.

მითუმეტეს, რომ „ოცნების“ დეპუტატების დიდ ნაწილს მორალი და პრინციპი ნაკლებად გააჩნიათ. ყოველთვის კარგად გრძნობენ, ვის ამოეფარონ და ვის მხარეს იყვნენ და შესაბამისად, სხვა ბანაკშიც უმარტივესად გადაბარგდებიან, რადგან მათ ყველას თავისი პირადი პოლიტიკური მომავალი ადადრდებთ და არა ქვეყნის ბედი.

დღევანდელი რეიტინგებითაც, კალაძეს უფრო კარგი შედეგი აქვს, ვიდრე თუნდაც იგივე პრემიერს, ან სხვებს.... ეს კი ყოველთვის ხდება შურის საფუძველი პოლიტიკურ ბრძოლებში.

ამიტომ, რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, დაპირისპირებაც გამძაფრდება, რადგან სია დიდი ვერ იქნება, თავისი გავლენის მოპოვებას კი ყველა შეეცდება. სკამებიც უფრო ცოტაა, ვიდრე ხალხი.

ანუ, თუ ადრე დაპირისპირება იყო კალაძე - გახარიას გუნდებს შორის, ახლა როგორც ჩანს, გახარია აღარაა „პოპულარული“ მინისტრი. თვითონ „ქართულ ოცნებაშიც“ აშკარად შემცირდა ნდობა ბიძინა ივანიშვილისადმი და ეს ეტყობა კიდეც - რაღაც უფრო თამამები ჩანან ბიჭები...

მოკლედ, თუ ივანიშვილმა შიგნით არ დაამყარა წესრიგი, პარტიის სადავეები მალე გენერალური მდივნის ხელში აღმოჩნდება"