06 იან 2020 16:03 571

ბორჯომის მერი თავის კომენტარზე კომენტარს აკეთებს: - "ტურისტი ჩამოვა თუ არა მისი საქმეა"

 

 

ბორჯომის მერი, ლევან ლიპარტია ამბობს, რომ ბაკურიანში წყლის პრობლემა არა მისი, არამედ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საქმეა. ის On.ge-სთან არ საუბრობს, მისი განცხადება იმოქმედებს თუ არა ტურისტული ნაკადის შემცირებაზე:

"[ჩემი ნათქვამის] შინაარსი ათასგვარად შეიძლება გაიგოს ადამიანმა. როგორც ვთქვი, პრობლემა იყო მაგის გამო გამოწვეული... მოისმენს [ჩემს განცხადებას] ჩამოვა თუ არ ჩამოვა, ეს მისი საქმეა"

შეგახსენებთ, მან ცოტა ხნის წინ, განაცხადა, რომ წყლის დეფიციტი იმის ბრალია, რომ ბევრი ხალხია ზამთრის კურორტებზე.

on.ge