09 იან 2020 14:42 2759

"გოგაშვილო, პირობას ვდებ რომ თქვენს მიერ ჩადენილი ყველა დანაშაულისთვის აგებთ პასუხს!!"

 

ენმ-ის წევრი, მარიამ ბაშარული, სოციალური ქსელით, სუსის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს პასუხობს:

 

 

"გოგაშვილო, იმაზეც მოყევი თემირლან მაჩალიკაშვილი როგორ ჩაცხრილეთ საწოლში ?!

ძველი მთავრობის “დანაშაულებები” რომ გაწუხებს და შენი მთავრობის, რომელიც აგერ უკვე მე-8 წელია ხელისუფლებაშია, არა, მაგას რა ჰქვია იცი? !

ბარბარე რაფალიანცი რომ ქვევრში ჩაახრჩვეთ გახსოვს?
შალვა თათუხაშვილი როგორ მოკალით ეგ?
კორტავა?
რუსთაველზე რომ სისხლის გუბეები დააყენეთ 20 ივნისს?
და ლუკა რომ თვითმკვლელობამდე მიიყვანეთ?
წურწუმია რომ სადისტურად აწამეთ, თვალი ამოსთხარეთ და სასიკვდილოდ გაიმეტეთ?

სამწუხროდ სია კიდევ ძალიან დიდია და პირობას ვდებ რომ თქვენს მიერ ჩადენილი ყველა დანაშაულისთვის აგებთ პასუხს!!"

 

 

 

 

სოსო გოგაშვილი სააკაშვილზე წერდა, რომ იცის როგორ ჩავიდოდა ბაკურიანში და როგორ მოაგვარებდა პრობლემას.